Sunday, November 16, 2014
მეცხრე დღის რეფლექსია
მეცხრე დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო პროექტის მიმდინარეობის პროცეში,გავაკეთეთ თითოეეულმა ჯგუფის წევრმა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია,გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს,მივაწოდეთ ახალი იდეები პროექტთან დაკავშირებით.ყველაზე მნიშვნელოვანი- ამ ცხრა დღის განმავლობაში ვისწავლეთ ბევრი რამ რომელსაც გამოვიყენებთ სასწავლო პროცესში,ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ლალის ასეთი საინტერესო მეცადინეობებისათვის.
Saturday, November 15, 2014
მერვე დღის რეფლექსია
დავამთავრეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა,მოვაწესრიგეთ პორტფოლიო,ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე,მოვემზადეთ მომდევნო დღის პრეზენტაციისათვის.
Sunday, November 9, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვიდე დღე საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო იყო,ვისწავლეთ ვიდეოს ჩასმა ბლოგზე,შეფასების სქემაში მოვახდინეთ ადაპტირება მოსწავლის შეფასების რუბრიკის.შემდეგი მეცადინეობისათვის გვაქვს დავალება გავწეროთ ჩვენი სასწავლო პროექტის პროცედურები.
Saturday, November 8, 2014
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან საინტერესო იყო,ავტვირთეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ბლოგზე, სასწავლო გეგმაში ჩავწერეთ პროექტის შეფასების ფორმები რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას.ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების ჩამატება და დიზაინის შეცვლა.
Friday, November 7, 2014
Sunday, November 2, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე დღე ძალიან საინტერესო იყო,დავამთავრეთ პორტფოლიოზე მუშაობა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,განვიხილეთ საავტორო უფლებები და მათი გამოყენების წესი.შემდეგი მეცადინეობისათვის გვაქვს დავალება,უნდა მოვიფიქროთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ამავე პროექტის ფარგლებში,რომელსაც ის წარმოადგენს პრეზენტაციის სახით.
Saturday, November 1, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო,ვიმუშავეთ და ჩამოვაყალიბეთ პროექტთან დაკავშირებული სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები,თითოეულმა ტრენინგის მონაწილემ დავსვით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები,ერთმანეთს გავუკეთეთ კომენტარი.დავიწყეთ მუშაობა პორტფოლიოს პრეზენტაციაზე.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა:1.რა გავლენას ახდენს წარსული მომავალზე?
თემატური შეკითხვა:1.რატომ არის მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთერთობა?
2.როგორი იყო რუსეთის როლი XVIIIს-ში და როგორია დღეს თანამედროვე ეპოქაში?
შინაარსობრივი შეკითხვა:1.რომელ წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი?
2.რომელ წელს მოაწერა ხელი მეფე ერეკლეII გეორგიევსკის ტრაქტატს?
3.რა მოყვა შედეგად ტრაქტატის გაფორმებას საქართველოსთვის?
თემატური შეკითხვა:1.რატომ არის მნიშვნელოვანი ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთერთობა?
2.როგორი იყო რუსეთის როლი XVIIIს-ში და როგორია დღეს თანამედროვე ეპოქაში?
შინაარსობრივი შეკითხვა:1.რომელ წელს გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი?
2.რომელ წელს მოაწერა ხელი მეფე ერეკლეII გეორგიევსკის ტრაქტატს?
3.რა მოყვა შედეგად ტრაქტატის გაფორმებას საქართველოსთვის?
Friday, October 31, 2014
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
1.მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია,როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იყო XVIIIს-ის ქართლ-კახეთის სამეფოში;
2.მოსწავლეები გაანალიზებენ რატომ გახდა იძულებული მეფე ერეკლეII გაეფორმებინა გეორგიევსკის ტრაქტატი.
3.მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ კვლევა,საზოგადოებრივი აზრის გასაგებად გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით.
4.მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებას,ასევე შეძლებენ პრეზენტაციის საშუალებით მიღემული ცოდნა გადასცენ აუდიტორიას.
2.მოსწავლეები გაანალიზებენ რატომ გახდა იძულებული მეფე ერეკლეII გაეფორმებინა გეორგიევსკის ტრაქტატი.
3.მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ კვლევა,საზოგადოებრივი აზრის გასაგებად გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით.
4.მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებას,ასევე შეძლებენ პრეზენტაციის საშუალებით მიღემული ცოდნა გადასცენ აუდიტორიას.
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღე საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა,დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესრულების დროს.მომდევნო დღისათვის მოგვეცა დავალება შეგვერჩია პროექტის სასწავლო მიზნები.
მეორე დღის რეფლექსია
შევქმენით კალენდარი,გავაცანით კოლეგებს პროექტის იდეა,ვიმსჯელეთ,გავუკეთეთ კომენტარი ერთმანეთს ბლოგებზე.შევქმენით ბროშურა.
Sunday, October 26, 2014
ჩემი პროექტის იდეა
XVIIIს-ში მეფე ერეკლეII-ის მიერ გაფორმებულმა გეორგიევსკის ტრაქტატმა,XX-XXIს-ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია,ამას მოწმობს სხვადასხვა წერილობითი წყაროები(საგაზეთო სტატიები),X კლასის მოსწავლეებისათვის საკითხი საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა.მოსწავლეებმა უნადა მოიძიონ მასალა ეპოქის შესახებ,რა სიძნელეების წინაშე იდგა ქვეყანა,რატომ გახდა ერეკლეII იძულებული გაეფორმებინა ტრაქტატი.იკვლევენ დღევანდელი მოსახლეობის გადასახედიდან გამომდინარე მეფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას(ატარებენ კვლევას მოსახლეობაში).ადარებენ დღევანდელ დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებთან.
Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო,გავიგეთ სიტყვა intelis მნიშვნელობა,გავეცანით ტრენინგის მიზნებს,განვიხილეთ პროექტის ნიმუშები,შევქმენით ბლოგი, ტრენინგის ბოლოს ჩვენმა არაჩვეულებრივმა ტრენერმა მოგვცა დავალება მეორე დღისათვის წარმოგვედგინა დავალება პროექტის ნიმუში.
Subscribe to:
Posts (Atom)