Friday, October 31, 2014

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები

1.მოსწავლეები შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია,როგორი პოლიტიკური მდგომარეობა იყო XVIIIს-ის  ქართლ-კახეთის სამეფოში;
2.მოსწავლეები გაანალიზებენ რატომ გახდა იძულებული მეფე ერეკლეII გაეფორმებინა გეორგიევსკის ტრაქტატი.
3.მოსწავლეები შეძლებენ ჩაატარონ კვლევა,საზოგადოებრივი აზრის გასაგებად გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით.
4.მოსწავლეები შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით ინფორმაციის მოძიებას,ასევე შეძლებენ  პრეზენტაციის საშუალებით მიღემული ცოდნა გადასცენ აუდიტორიას.



მესამე დღის რეფლექსია

მესამე დღე საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა,დავამთავრეთ ბროშურაზე მუშაობა,სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში ჩავწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები,რომელიც დაგვჭირდება პროექტის შესრულების დროს.მომდევნო დღისათვის მოგვეცა დავალება შეგვერჩია პროექტის სასწავლო მიზნები.

მეორე დღის რეფლექსია

შევქმენით კალენდარი,გავაცანით კოლეგებს პროექტის იდეა,ვიმსჯელეთ,გავუკეთეთ კომენტარი ერთმანეთს ბლოგებზე.შევქმენით ბროშურა.

Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

XVIIIს-ში მეფე ერეკლეII-ის მიერ გაფორმებულმა გეორგიევსკის ტრაქტატმა,XX-XXIს-ში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია,ამას მოწმობს სხვადასხვა წერილობითი წყაროები(საგაზეთო სტატიები),X კლასის მოსწავლეებისათვის საკითხი საკმაოდ აქტუალური აღმოჩნდა.მოსწავლეებმა უნადა მოიძიონ მასალა ეპოქის შესახებ,რა სიძნელეების წინაშე იდგა ქვეყანა,რატომ გახდა ერეკლეII იძულებული გაეფორმებინა ტრაქტატი.იკვლევენ დღევანდელი მოსახლეობის გადასახედიდან გამომდინარე მეფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას(ატარებენ კვლევას მოსახლეობაში).ადარებენ დღევანდელ დამოკიდებულებას მეზობელ ქვეყნებთან.

Saturday, October 25, 2014

პირველი დღის რეფლექსია

პირველი დღე იყო ძალიან საინტერესო,გავიგეთ სიტყვა intelis მნიშვნელობა,გავეცანით ტრენინგის მიზნებს,განვიხილეთ პროექტის ნიმუშები,შევქმენით ბლოგი, ტრენინგის ბოლოს ჩვენმა არაჩვეულებრივმა ტრენერმა მოგვცა დავალება მეორე დღისათვის წარმოგვედგინა დავალება პროექტის ნიმუში.